ინგრედიენტები:
• 500 მლ. წყალი.
• 150 გ. შაქარი.
• 1 ვანილის ჩხირი (სიგრძეზე გაჭრილი).
• 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა.
• 1 კგ. კომში (გათლილი და გასუფთავებული).
• 300 გ. მაყვალი.
• 225 გ. ფქვილი.
• 1 ½ ჩ.კ. გამაფხვიერებელი.
• 70 გ. შაქარი.
• 1 ½ ჩ.კ. დარიჩინი.
• 12 გ. კარაქი.
• 50 გ. ნიგოზი.
• 125 მლ. რძე.
• 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი.
მომზადების წესი:
✔ წყალი, ვანილის ჩხირი, შაქარი და ლიმონის ცედრა დადგით საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ კომში, ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და დატოვეთ ქვაბი, სანამ კომში არ დარბილდება (დაახლოებით 20 წუთი).
✔ კომშის ვაჟინი გადაწურეთ და შეინახეთ. დაჭრილი კომში მოათავსეთ 2 ლ. მოცულობის საცხობ ლანგარზე, დაუმატეთ მაყვალი და 125 მლ. კომშის წვენი, ურიეთ გაზავებამდე.
✔ ჯამში აურიეთ ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი. შეაზილეთ კარაქი, სანამ ცომი პურის ნამცეცების ტექსტურას არ მიიღებს. შეურიეთ ნიგოზი.
✔ პატარა ფინჯანში აურიეთ რძე და ლიმონის წვენი და დაუმატეთ მშრალ ნაზავს. კარგად ამოურიეთ, რომ წებოვანი ცომი მიიღოთ. ცომი გადაანაწიელეთ ლანგარზე მოთავსებულ ხილზე.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ 40 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება. გაომიღეთ ღუმელიდან და გააციეთ 10 წუთი.
ძალიან უხდება ნაყინი და ათქვეფილი ნაღები.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები