ლეგენდარული მსახიობი და კომიკოსი ლიუსილ ბოლი აარონ სორკინის ახალ ბიოგრაფიულ სურათში გაცოცხლდება განუმეორებელი ქეით ბლანშეტის დახმარებით.
ფილმის პროდიუსერები თავად ლიუსილის შვილები ლუსი და დესი (უმცროსი) არნაზები იქნებიან. სურათი მოგვიყვება მსახიობის 20 წლიანი ქორწინების შესახებ თავის პარტნიორ მსახიობთან დესი არნაზთან.
ლიუსილ ბოლის შესახებ ორი სატელევიზო ფილმი გადაიღეს : „ლუსი“(2003) და „ლუსი და დესი“(1991).
ქეით ბლანშეტი ორი ოსკარის მფლობელია ფილმებისათვის „ავიატორი“ და „სევდიანი ჟასმინი“. ფილმის რეჟისორი აარონ სორკინი ოსკარის მფლობელი „სოციალურმა ქსელმა“ გახადა, მის კიდევ ერთ შესანიშნავ ბიოგრაფიულ ნამუშევარს „სტივ ჯობსს“ მაიკლ ფასბენდერის მონაწილეობით 9 ოქტომბერს ვიხილავთ.
მასალის გამოყენების პირობები