კიანუ რივზი ჰოლივუდის იმ მსახიობთა რიცხს მიეკუთვნება, ვინც არასოდეს იქცევს ყურადღებას სკანდალებით. უყვარს სიკეთის კეთება და მუდამ კეთილგანწყობილია თაყვანისმცემლების მიმართ. არსებობს ფაქტები კიანუ რივზზე, რომელიც მასზე წარმოდგენას აბსულუტურად შეგიცვლით. ასე რომ, თუ ამ დრომდე თვლიდით, რომ ის უბრალოდ კარგი მსახიობია, ფაქტები, რომელსაც ჩვენ მოვუყარეთ თავი დაგარწმუნებთ, რომ ყველაფრის უკან არაჩვეულებრივი ადამიანიც იმალება.
1) კიანუ რივზი მამამ 3 წლის ასაკში მიატოვა. დედამისმა კი არაერთხელ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც კიანუს სკოლის ხშირი ცვლილება მოუწია.
2) მსახიობის მეგობარი გოგონა ჯენიფერ საიმერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მანამდე კი მათ ბავშვი დაკარგეს. ასევე რივზის უახლოსი მეგობარი, რივერ ფენიქსი ნარკოტიკებით გარდაიცვალა.
3) ის მუდამ უარს ამბობს სასტიკ როლებზე. მან ალ პაჩინოსთან ერთად ფილმში მონაწილეობისთვის ჰონორარიც კი შეამცირა.
4) კიანუ რივზის დას ლეიკემია ქონდა და შემოსავლის დიდი ნაწილი მსახიობმა ლეიკემიასთან ბრძოლის ფონდში გადარიცხა.
5) კიანუ რივზი ხშირად სარგებლობს საზოგადებრივი ტრასპორტით და მას არ ჰყავს პირადი მცველი.
6) ჰოლივუდში 2 ახალგზარდა, სასურველი ადგილის ძიებაში, შემთხვევით აღმოჩნდა მასთან სახლში. კიანუმ კი ისინი სახლამდე მიიყვანა.
7) საკუთარ დაბადების დღეზე ხშირად ყიდულობს უცნაურ საჩუქრებს, მაგალითად ოთხი წლის წინ კეკსი და ყავა შეიძინა.
8) მსახიობი მიიჩნევს, რომ ფოტოს ადამიანზე გაცილებით მეტის მოყოლა შეუძლია, ვიდრე სიტყვებს
მასალის გამოყენების პირობები