რუბრიკები
კულტურის სამინისტრო: ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან ხობში გადაბრძანებაზე ბრძანება გავეცით

21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის შესამოსელს ერთი დღით ხობის ხარების დედათა მონასტერში გადააბრძანებენ. შესაბამისი ნებართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე გასცა.

კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია თანახმაა სიწმინდე ერთი დღით ხობში გადააბრძანონ, თუმცა, მუზეუმის დირექტორმა 4 დღის წინ „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „ღვთისმშობლის შესამოსელის ყოველ წუთსა და წამს საცავიდან გატანა უპატივცემულობა და გაუფასურებაა იმ დიდი სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებით. აქ გასათვალისწინებლია ისიც, რომ სიწმინდე ქსოვილია. ამ ქსოვილს დიდი მოკრძალება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ტურინის მოსასხამი 10 ან 20 წელიწადში ერთხელ გამოაქვთ, ამისთვის მოკრძალებით ემზადებიან, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადის ხალხი მის სანახავად“, – თქვა ლილი ბერაიამ.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტრო თანახმაა 2015 წლის 21 სექტებერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე დადიანების სასახლის ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში დაცული სიწმინდეები და ღვთისმშობლის კვართი გადატანილი იქნას ხობის ხარების დედათა მონასტერში იმ პირობით, რომ სიწმინდეები სათანადოდ იქნება დაცული და წირვის დასრულებისთანავე დაბრუნდება მუზეუმში“ – განაცხადეს კულტურის სამინისტროში.

წყარო: http://www.ipress.ge/  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.