ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღება სცადა. ის სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს სათამაშო იარაღი ჰქონდა. თვითმხილველების თქმით, დაკავებული ერთ-ერთ მოლარე-ოპერატორთან მიიჭრა და სალაროში არსებული თანხა მოითხოვა. თუმცა, ბანკის თანამშრომელმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა და პოლიციის გამოძახება მოასწრო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები