პაატა ბურჭულაძე - შესაძლოა ღვთისმშობლის შესამოსელი დაბრძანებული იქნას მახათას მთაზე (ვიდეო)
16:02 / 05.09.2015
ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. იგი დღეს ზუგდიდს სტუმრობდა. ბურჭულაძემ ადგილობრივებთან , მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ტაძრის კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, 21 სექტემბერს კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართება, რომელსაც სრულიად უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აკურთხებს.
პაატა ბურჭულაძე ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ღვთისმშობლის შესამოსელის მახათას მთაზე დაბრძანების შესახებ. "იყო ამ თემაზე საუბარი. თუ მეგრელი ხალხის ნება და სურვილი იქნება, ღვთისმშობლის შესამოსელი მხოლოდ ერთი ღამით იქნება დაბრძანებული მახათას მთაზე".
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები