ინგრედიენტები:
• 500 გ. ქათმის მკერდის ფილე.
• 500 გ. ჟასმინის ბრინჯი.
• 300 გ. ხახვი.
• 500 გ. სტაფილო.
• 2 თავი ნიორი.
• 1 ჩ.კ. სანელებლები.
მომზადების წესი:
✔ დაჭერით ქათამი ნაჭრებად. ქვაბში ჩაასხით მცენარეული ზეთი ისე, რომ 1 სანტიმეტრით დაიფაროს. დაჭერით ხახვი წვრილად და მოთუშეთ ზეთში.
✔ ქათამს მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით ზეთში, მაღალ ცეცხლზე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და გააჩერეთ 30 წუთი.
✔ მსხვილად გახეხეთ სტაფილო. ზევიდან მოაყარეთ ხორცს და კიდევ 20 წუთით გააჩერეთ.
✔ გარეცხეთ ბრინჯი, დაამატეთ სურვილისამებრს სანელებლები, კარგად აურიეთ. ახადეთ ქვაბს თავსახური, ჩადეთ ორი თავი ნიორი ( არ გაფრცქვნათ და გარეცხეთ). ზევიდან კი თანაბრად გადაანაწილეთ ბრინჯი. დაასხით წყალი ისე, რომ წყალმა დაფაროს ბრინჯი 5-7 მმ.
✔ თავსახურს ამოაკარით ტილო და დაახურეთ. გააჩერეთ 30 წუთით. მოხადეთ თავზე, ფრთხილად აურიეთ ბრინჯს, კიდევ 30 წუთი თუშეთ. გამორთეთ ცეცხლი ყველაფერი კარაგდ აურიეთ. აცადეთ გაციება 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები