დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამსახიობო კარიერის მოწყობა სურს.
ოთხი შვილის მამამ The Times-თან ინტერვიუში პროფესიის შეცვლაზე ისაუბრა:
„ძალიან კარგად ვიცი, რომ ბევრმა სპორტსმენმა და სხვა სელებრითმა სცადა კარიერის დაწყება ჰოლივუდში, თუმცა არ გამოუვიდათ. ვიცი, რომ ძალიან რთული პროფესიაა, მის კარგად შესასრულებლად დისციპლინა და ოსტატობა გჭირდება, მე კი ვაპირებ არ ავჩქარდე და ეს ყველაფერი კარგად შევისწავლო.“
დევიდმა ასევე დაამატა: „ცნობილი ადამიანი ვარ, ამიტომ კრიტიკას მიჩვეული ვარ და ისიც ვიცი როგორ გავუმკლავდე მას, ასე რომ ყველაფრისათვის მზად ვარ!“
დევიდმა მსახიობობა მას შემდეგ გადაწყვიტა. რაც თავისი მეგობრის გაი რიჩის ფილმებში (“The Man from U.N.C.L.E” და „Knights of the Roundtable: King Arthur”) ეპიზოდური როლები შეასრულა.
დევიდმა აღნიშნა, რომ ახალი კარიერული გეგმების მიუხედავად ფეხბურთი მაინც ენატრება: „ვერ ვიტყოდი, რომ ფეხბურთი არ მენატრება, ვნანობ, რომ აღარ ვთამაშობ, ვფიქრობ, რომ თუ მოვინდომებ კიდევ შევძლებ თამაშს, ალბათ 50 წლისაც ასე ვიფიქრებ…“
მასალის გამოყენების პირობები