სკოტ კუპერის “შავი მესა” ზედიზედ იქნა ნაჩვენები ვენეციისა და ტელურიდის კინოფესტივალებზე და მაყურებელთა გულები ორივეზე დაიპყრო. საყოველთაო მოსაზრებით, ფილმს წინ უამრავი ჯილდო ელოდება, იქიდან ოსკარამდე კი აღარაფერი რჩება.
კრიტიკოსების შეფასებით, დეპი “შავ მესაში” შეუდარებელია, და ფილმის ოფიციალური პრემიერის შემდეგ მასზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ. თუმცა ცხადია, მხოლოდ დეპი არ არის ფილმის ერთადერთი ღირსება, და მისი წარმატება ვენეციისა და ტელურიდის ფესტივალებზე უდაოდ საინტერესო წელს გვპირდება კინოდაჯილდოებების მარათონში.
პროგნოზების მიხედვით, ჯონი დეპი ერთ-ერთი იქნება, ვინც ოსკარის საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, ედი რედმეინთან, მაიკლ ფასბენდერთან და იენ მაკკელენთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები