მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნავოს სტადიონზე ლელობურთში ჩემპიონატი ჩატარდა.
თამაში ტრადიციისამებრ პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გოჩამ გახსნა, ბურთი სიმბოლურად პირველი მან ააგდო.
ერთმანეთს ჩოხატაურის ვეტერან რაგბისტთა გუნდი და ადგილობრივი ვეტერანები შეეჯიბრნენ. თამაშში მონაწილეობდა სენაკის მუნიციპალიეტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, რომელიც რაგბში საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.
ჩემპიონატს ლელობურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კილასონია ესწრებოდა.
ლელობურთის ჩემპიონატი სენაკის გამგეობისა და საკრებულოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები