1924 წლის რუსული ბოლშევიზმის წინააღმდეგ აჯანყების მონაწილეები ჩოხოსანთა საზოგადოებამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დახვრეტილთა შთამომავლებმა გაიხსენეს. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა მამა მალხაზ ჭანტურიამ აღავლინა.
აჯანყების დღიდან 91 წელი გავიდა. ჩეკისტებმა ზუგდიდში 40 ადამიანი დახვრიტეს. დახვრეტილთა ნაწილი დადიანების კარის ეკლესიასა და ნიკო დადიანის სასახლეს შორის არსებულ ტერიტორიაზე დაასაფლავეს.
იგეგმება დახვრეტილთა მემორიალის გახსნა,რომლისთვისაც თანხას ბიუჯეტიდან ქალაქ ზუგდიდის მერია გამოყოფს.
მასალის გამოყენების პირობები