შაია ლაბაფი ახალ ფილმში “Man Down” განასახიერებს სამხედროს, რომელიც PTSD -ით (პოსტტრავმული სტრესული აშლილობა) იტანჯება და საკუთარ ცოლ-შვილს ეძებს. ვენეციის კინოფესტივალზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ დიტო მონტიელის ფილმის გადაღებები მისთვის ნამდვილი „განკურნების პროცესი“ იყო.
ლაბაფმა განაცხადა: „ის ჩემთან მოვიდა ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაზე ცუდად ვიყავი და შემომთავაზა როლი, ეს იყო როგორც თერაპია, რომელმაც ნამდვილად კარგად გამხადა…“
“Man Down” შაიასა და დიტოს მეორე საერთო ფილმია, პირველად მათ ერთად 2006 წელს ფილმზე „სახელმძღვანელო წმინდანთა საძიებლად“ იმუშავეს.
შაიამ დაამატა, რომ ყველაზე კარგად მუშაობს იმ ხალხთან ერთად, რომელსაც ის უყვარს და ყველანაირად მხარს უჭერს.
დიტო მონტიელის ახალ ფილმში შაია ლაბაფთან ერთად ვიხილავთ: ქეით მარას, ჯაი კორტნის, გარი ოლდმნესა და სხვებს.
მასალის გამოყენების პირობები