რუბრიკები
ღვთისმშობლის შესამოსელი ზუგდიდში დარჩება (ვიდეო)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის შესამოსელი ზუგდიდში დარჩება. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ მრევლს და სასულიერო პირებს წირვის დასრულების შემდეგ აცნობა. მეუფემ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო პატრიარქს მადლობა გადაუხადა. „პატრიარქმა ბრძანა, რომ გადაეცით მრევლს - სიწმინდე ზუგდიდში დარჩება“, - თქვა მეუფე გერასიმემ. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი პატრიარქს გუშინ, მოქალაქეებთან, სასულიერო პირებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ ქობულეთში შეხვდა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის შესამოსელის ერთი დღით გატანა და ხობის ხარების დედათა მონასტერში დაბრძანება სურთ. შესაბამისი ნებართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ  გასცა. თუმცა, კულტურის სამინისტრომ მეორე წერილში, ღვთისმშობლის შესამოსელის გატანასთან დაკავშირებით,  საპატრიარქოს პოზიციის გამოხატვა სთხოვა. ზუგდიდელები: ღვთისმშობლის შესამოსელი ქალაქს არ დატოვებს პაატა ბურჭულაძე – შესაძლოა ღვთისმშობლის შესამოსელი დაბრძანებული იქნას მახათას მთაზე კულტურის სამინისტრო: ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან ხობში გადაბრძანებაზე ბრძანება გავეცით
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.