ამ წუთებში ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თურქულ კომპანიას „მეტრო ჯორჯია“ უპირისპირდებიან და ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. მძღოლების განმარტებით, უცხოური კომპანია მათ კონკურენციას გაუწევს და ადგილობრივ ბიზნესს დააზარალებს, რადგან მათ განსხვავებული მომსახურება აქვთ.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. ამასთან, მიქავამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კომპანია ზუგდიდში, ე.წ. სვანური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობისთვის დააჯარიმეს.
მასალის გამოყენების პირობები