ინგრედიენტები:
• ½ ჭ. შაქარი.
• 2 ც. კვერცხი.
• 500 გ. კეფირი.
• მწიკვი მარილი.
• 2 ჭ. ფქვილი.
• ½ ჩ.კ. სოდა.
• ვაშლი გემოვნებით.
მომზადების წესი:
✔ ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. დაუმატეთ კეფირი და მარილი.
✔ შემდეგ დაუმატეთ სოდა, ფქვილი და ყველაფერი კიდიევ აურიეთ. ცომი უნდა გამოვიდეს მსუბუქი და ოდნავ სქელი.
✔ ვაშლი წვრილად დაჭერით. ზეთი გააცხელეთ ტაფაზე და ცომი სადილის კოვზით დაასხით მასზე. ზემოდან კი ვაშლის ნაჭრები დაადეთ. ზემოდან კოვზით დააწეთ. როდესაც ქვედა მხარე შეიწვება, გადმოაბრუნეთ.
✔ გადმოიღეთ მოაყარეთ შაქრის პუდრა და დარიჩინი.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები