მას შემდე, რაც დაკოტა ჯონსონმა ვენეციის ფილმის ფესტივალზე წარადგინა ახალი ფილმები:,,Black Mass” და A ,,Bigger Splash”, მან გამონახა დრო იმისათვის, რომ Empire-თან ესაუბრა იმ როლზე, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა. ესაა ანასტასია ,,გრეის ორმოცდაათი ელფერიდან.”
მოპოვებული წარმატების გამო, უნივერსალი აპირებს ფილმის მეორე ნაწილის გადაღებას, თუმცა ძველი რეჟისორის გარეშე. სემ ტეილორ-ჯონსონმა განაცხადა, რომ ის გადასაღებ მოედანზე არ დაბრუნდება. თუმცა, საგანგაშო არაფერია, რადგან რეჟისორმა ჯეიმს ფოლიმ ცოტა ხნის წინ უკვე დადო ხელშეკრულება უნივერსალთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ,,გრეის” ახალი რეჟისორი და ახალი მიმართულება აქვს.
ამ სიახლეების შემდეგ, როგორც ჩანს დაკოტა ჯონსონი ოდნავ აღელვებულია, თუმცა ის მზადაა დაბრუნდეს ანასტასიას სამყაროში, რომელსაც არაორდინალური ურთიერთობა აქვს ქრისტიან გრეისთან (ჯეიმი დორნანი).
,,ეს ყველაფერი ამაღელვებელია. მე მქონდა შიშის მომენტი, რადგან არ ვიცოდი რისი მოლოდინი უნდა მქონოდა ახალი რეჟისორისაგან. მე გამოცდილება მქონდა სემთან (ტეილორ ჯონსონთან) და ახლა ის აღარ იქნება რეჟისორი. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. მაგრამ ახლა მე ვარ აღტაცებული და ვფიქრობ, რომ ჯეიმსი ნამდვილად ნიჭიერი რეჟისორია. სიახლე ყოველთვის საინტერესოა. მე მას უკვე შევხვდი, მხოლოდ ერთს გეტყვით – უბრალოდ დაელოდეთ ფილმს. “
შეგახსენებთ, რომ ფილმის სცენარი, აგებულია ცნობილი ამერიკელი მწერლის ელ. ჯეიმსის რომანებზე. რაც შეეხება მეორე და მესამე ნაწილების სცენარს, მას თავად ავტორის მოთხოვნით მისივე ქმარი ნაილ ლეონარდი დაწერს.
ფილმის მეორე ნაწილის სახელწოდებაა “50 ელფერით მუქი”, რომელსაც მაყურებელი 2017 წლის 10 თებერვალს იხილავს, აგრეთვე ცნობილი გახდა ბესტსელერის მესამე ნაწილის ეკრანიზაციის თარიღიც, სახელწოდებით “თავისუფლების 50 ელფერი”, რომლის პრემიერაც 2018 წლის 8 თებერვალსაა დაგეგმილ
მასალის გამოყენების პირობები