9 სექტემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, დევნილთა სამინისტროს და მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარტვილში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
შეხვედრაზე დევნილ მოსახლეობას გუბერნატორმა განსახლების გეგმა გააცნო და დევნილთათვის ქულების მინიჭების სქემაზე ესაუბრა.
დევნილების ფართებით დაკმაყოფილებისა და ყოფითი პირობების გაუმჯობესების შესახებ თხოვნაზე , ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, რომ მათი მხრიდან აღნიშნული პრობლებების მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
მასალის გამოყენების პირობები