სამეგრელოს რეგიონში სტიქიით მიყენებული თხილის ზარალის ანაზღაურებას, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიები აქტიურად აწარმოებენ.
ძლიერი ქარისგან დაზარალებულ 900-ზე მეტ ოჯახს სადაზღვევო კომპანია „აი-სი ჯგუფი“ გასული კვირიდან უნაზღაურებს ზარალს.მის მიერ გაცემული თანხა 250 ათას ლარს გადააჭარბებს. თანხის მოსახლეობისთვის ჩარიცხვის პროცესი უკვე დაწყებულია და ერთი კვირის განმავლობაში ის ყველა დაზღვეულ ოჯახს ჩაერიცხება.
სადაზღვევო კომპანიამ „ალდაგი“ დაზარალებულებს ზარალი უკვე აუნაზღაურა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 140 000 ლარი დაზღვეულ 280 ოჯახს გადაეცა.
სტიქიამ თხილის მოსავალს ზიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 8 ივნისს მიაყენა.
მასალის გამოყენების პირობები