კომპანია Apple-მა ახალი სმარტფონი - iPhone 6S-ი წარმოადგინა. მისი დიზაინი არსებული ვერსიის იდენტურია, თუმცა თავად სმარტფონი ბევრი ახალი მახასიათებლით გამოირჩევა. ახალ ფუნქციებს შორის არის 3D Touch, რომელი ტელეფონს ახალ ფუნქციებს შეძლებს. 3D Touch-ის საშუალებით, ტელეფონის ეკრანზე თითის სხვადასხვა სიძლიერით დაჭერა სხვადასხვა ფუნქციებს ნიშნავს.
ასევე აღსანიშნავია ახალი iPhone 6S-ის ახალი, 64 ბიტიანი პროცესორი - Apple A9. კომპანია ჯერ-ჯერობით არ ავრცელებს დეტალებს პროცესორის შესახებ, თუმცა ცნობილია, რომ მის წინამორბედ A8 პროცესორზე 70%-ით სწრაფი იქნება. რაც შეეხება პროცესორის გრაფიკულ შესაძლებლობებს, ის წინამორბედზე 90%-ით სწრაფი იქნება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე 12 მეგაპიქსელიანი კამერა იქნება. iPhone 4S-ის მერე, ეს ფოტოკამერის გაუმჯობესების პირველი შემთხვევაა. ახალი კამერით შესაძლებელია 4K ვიდეოს გადაღება, ასევე, გაუმჯობესებულია ავტოფოკუსი.
არანაკლებ მნიშნველოვანია სმარტფონის, ახალი, 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა. ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად მას მაშუქიც ექნება, რაც „სელფების“ ხარისხს გაზრდის.
მასალის გამოყენების პირობები