ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელ გონერ პაპავას თქმით, ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა - 51-ვე საჯარო სკოლაში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება. მისი ინფორმაციით, საჯარო სკოლები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მოსწავლეების მისაღებად მზად არიან.
" წელს 1087 პირველკლასელი გვყავს და მათთვის საჭირო სასკოლო ნივთები, მათ შორის ბუკები უკვე ჩამოტანილია და ყველა პირველკლასელი მას მიიღებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ რესურსცენტრი 24 საათიან სამუშაო რეჟიმზეა გადასული, რადგან სკოლებს სახელმძღვანელოები დროულად მიეწოდოს“, - უთხრა გონერ პაპავამ რადიო „ათინათს“.
ამასთან, პაპავა ამბობს, რომ მშობელს უფლება აქვს სახელმძღვანელოს ხარისხით უკამაყოფილების შემთხვევაში დირექციას აცნობოს.
საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებთ, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები