რუბრიკები
ჩხოროწყუში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სახლები უშენდებათ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის მთავრობა სახლებს აშენებს. თანამედროვე საცხოვრებელი წელს უკვე გადაეცა ერთ ოჯახს, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე კი ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი ორ ოჯახს გადაეცემა. სამშენებლო სამუშაოები დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და მისმა პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა მოინახულეს. გამგებელმა და მისმა მოადგილემ სოფელ ახუთში გოჩა მამფორიას ახლად აშენებული სახლი და ზვიად გერსამიას მშენებარე სახლი დაათვალიერეს, რომლებსაც 2014 წლის ოქტომბერში სტიქიის შედეგად საცხოვრებლები დაემეწყრათ. დაზარალებულებისთვის ახალი სახლების აშენება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩხოროწყუსთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხით მოხდა. მიმდინარე წელს, ჩხოროწყუში სტიქიის შედეგად დაზარალებულ კიდევ ოთხ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ შეუძინა და მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა უზრუნველყო. სახლები უშენდებათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფ ოჯახებსაც,რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტი დანფინანსდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.