ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდში იმყოფებოდა. ის გამგეობის შენობაში რეგიონში მომუშავე მედპერსონალს შეხვდა. მინისტრმა ჯანდაცვაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და ექიმების კითხვებს უპასუხა. სერგეენკომ სამინისტროს მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, მომავალში კი აუცილებელია მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
შეხვედრაზე დავით სერგეენკო რუხში ჰოსპიტალის მშენებლობასაც შეეხო. მინისტრის თქმით, ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი უმაღლესი სტანდარტების საავადმყოფო არა მხოლოდ ადგილობრივებს, ასევე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც მოემსახურება. შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები