შემადგენლობა:
- რძე 500 მლ
- წყალი 500 მლ
- კვერცხი 3 ცალი
- ზეთი 4 ს.კ.
- ფქვილი 2-2,5 ჭიქა
- მარილი 1 ჩ.კ.
გულსართი
- ფარში 500 გრ
- ხახვი 1 თავი
- მოხარშული ბრინჯი 0,5 ჭიქა
- დაფნა 1 ფოთოლი
- ხმელი ქონდარი 1 ჩ.კ.
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
- ნიორი 2-3 კბილი
მომზადების წესი:
ღრმა თასში მოვათავსოთ ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი და კარგად ავთქვფოთ, რომ კოშტები არ დარჩეს. გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ცოტა ცხიმში. დავამატოთ ფარში, დაფნის ფოთოლი და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე, თან ხშირად ვურიოთ. ფარში რომ გამოშვებულ წვენს დაიშრობს, მზადაა. დავამატოთ ნიორი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, პილპილი, ხმელი ქონდარი და ცოტა ცოცხალი ქინძი.
გულსართი ჩავუდოთ ბლინებს და გადავახვიოთ. შევწვათ ოდნავ ცხიმში ყველა მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები