მეხუთე და მეექვსე კლასების აღდგენის მოთხოვნით მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ცაიშის საჯარო სკოლა მათი საცხოვრებელი სახლებიდან შორსაა და მათ შვილებს იქ სიარული გაუჭირდებათ.
აქციაზე დღეს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გონერ პაპავა მივიდა, რომლის განმარტებით, აღნიშნული სკოლის ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ გასულ წელს მიიღო.პაპავამ მშობლებს საკითხის მოსაგვარებლად 4 თვიანი ვადა სთხოვა. ცაიშის საბაზისო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები