ზუგდიდის GLC-ის სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო (ვიდეო)
13:53 / 14.09.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან ერთად, ახალი სასწავლო წელი საქართველოს სასწავლო ცენტრის GLC ზუგდიდის განყოფილებაშიც დაიწყო.
სასწავლო ცენტრმა, რომელიც ასოციაცია „ათინათის“ ბაზაზე არსებობს, ახალი მოსწავლეები კონკურსის წესით წელსაც მიიღო. GLC-ის სკოლაში მოსწავლეების მიღება მე-7 კლასიდან იწყება.
სასწავლო ცენტრის გერმანული ენის მასწავლებლის თინათინ ლოლუას თქმით, GLC-ის სკოლას წელს დიდი გეგმები აქვს და როგორც გასული წელი, ახალი სასწავლო წელიც გამორჩეული იქნება.
„ყველა ბავშვი, რომელიც აქ სწავლობს - წარმატებას აღწევს, თუმცა, დიდი შრომის ფასად“, - თქვა თინათინ ლოლუამ.
GLC- ის სკოლის სასწავლო ნაწილის მენეჯერის ინგა კეკელიას ინფორმაციით, 2015 წლის გამოშვების სამმა კურსდამთავრებულმა ოქროს მედალი აიღო, ერთმა - ვერცხლის. მისივე თქმით, 6 მოსწავლემ, რომელიც სტუდენტი გახდა, 100%-იანი გრანტი მოიპოვა, ხოლო დანარჩენებმა - 50% - 70 %-იანი გრანტები. „აქვე შეიძლება ითქვას, რომ GLC-ის სკოლის არც ერთი მოსწავლე სასურველი უნივერსიტეტის მიღმა არ დარჩენილა“, - თქვა ინგა კეკელიამ.
სასწავლო ცენტრის GLC ზუგდიდის განყოფილებაში 50-მდე ბავშვი სწავლობს. აქედან თითო კლასში მოსწავლეების რიცხვი 10-ს არ აღემატება, რაც სწავლის ხარისხზე აისახება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები