დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. ტყვარჩელში 39 წლის რობერტ ზაქარაიას გვამი აღმოაჩინეს.
მას სხეულზე 7 ნატყვიარი აქვს, მათ შორის, სამი თავის, ხოლო - ოთხი გულმკერდის არეში, - წერს „ნაშა აფხაზია“.
ადგილობრივები მოკლულის ოჯახს ცხედრის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების უფლებას არ აძლევენ და მისი ადგილზე დასაფლავება სურთ. ამავე ინფორმაციით, რობერტ ზაქარაია ოჩამიჩირის მცხოვრებია, რომელიც აფხაზეთში ნათესავებთან იმყოფებოდა სტუმრად.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ზაქარაიას ოჯახი ამჟამად წყალტუბოში ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები