ხაიშში ადგილობრივების მიერ გადაკეტილი მესტია-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა წუხელ გვიან ღამით აღდგა. აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათთან მისულმა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა პირობა მისცა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან უშუამდგომლებს და პრობლემებზე ინფორმაციას დეტალურად მიაწვდის.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭუბერის, იდლიანის და ხაიშის მოსახლეობა ხე-ტყეზე სარგებლობის ნებართვის მოთხოვნით მთელი დღის განმავლობაში აქციას მართავდა. მათ საავტომობილო გზა ქვებით ჩახერგეს. აქციის მონაწილეები მესტიაში ჰესების მშენებლობასაც აპროტესტებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები