რუბრიკები
ფოთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 5 ადამიანია დაშავებული
ფოთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ფოთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლისა და თბომავალის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა , მათგან 4 უკვე სტაციონარშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  როგორც  ფოთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მენეჯერმა კესო გელენიძემ განაცხადა, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. 
ფოთის რკინიგზის სადგურში გუშინ საღამოს სამგზავრო მატარებელს "თბილისი-ფოთი" თბომავალი შეეჯახა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამსახურის ბრიგადები და პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სს"საქართველოს რკინიგზამ". განცხადების თანახმად, სამგზავრო მატარებლისა და თბომავლის შეჯახება კერძო კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას უკავშირდება.  "ფოთის სადგურში გაჩერებული ელექტრო სექცია კერძო ოპერატორის კუთვნილმა თბომავალმა დააზიანა. კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა დაარღვიეს მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა აღნიშნული შემთხვევა. მომხდარის შედეგად მცირედით დაზიანდა მოძრავი შემადგენლობა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ მომხდარი ფაქტის შესწავლას", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.