რუბრიკები
შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროექტი ზუგდიდში დასასრულს უახლოვდება
ქ. ზუგდიდში სტალინის ქ. #7-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ შიდა ეზოს რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.
მოსახლეობამ მერთან შეხვედრაზე ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დადებითად შეაფასა. მიმდინარე თვეს, სტალინის ქ. #7-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდება.
ირაკლი გოგოხიას თქმით, ქალაქ ზუგდიდში საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოების კეთილმოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები