ქალაქ ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მასში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა - რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ შპს „ლიტომ“ მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 800 000 ლარს შეადგენდა, კომპანიამ კი
9 699 777.00 ლარი დაასახელა. წინადადებების მიღება 15 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 17 სექტემბერს 12 საათზე დასრულდა.
ზუგდიდში ,“ფიფას” სტანდარტების შესაბამისი,ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი კომბინატის დასახლებაში უნდა აშენდეს.სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპისა - 2017 წლის 30 სექტემბრამდე.
სტადიონის მშენებლობა „თბილქალაქ პროექტი“- მა დააპროექტა. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები