“ნამდვილი დეტექტივისა” და “ზომბილენდის” ვარსკვლავი ანტაგონისტის როლს შეასრულებს “მაიმუნების პლანეტის” ფრენშაიზის მორიგ ინსტალაციაში. სიუჟეტის დეტალები, რა თქმა უნდა, არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ ვუდი ჰარელსონის პერსონაჟი ადამიანია და პოლკოვნიკი იქნება.
ფრენშაიზს დაუბრუნდნენ რეჟისორი მეტ რივზი, რომელმაც 2014 წელს გამოსული Dawn of the Planet of the Apes გადაიღო, და სცენარისტი მარკ ბომბაკი. ფილმის სამუშაო სახელწოდებაა War for the Planet of the Apes.
ამ ეტაპზე ვუდი ჰარელსონი დაკავებულია ბიოგრაფიული სურათის, LBJ, გადაღებებზე, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, ლინდონ ბ. ჯონსონის შესახებ მოგვითხრობს. 20 ნოემბრიდან კი შესაძლებელი იქნება მისი ხილვა “შიმშილის თამაშების” დასკვნით ფილმში.
მასალის გამოყენების პირობები