ყოფილი სამეფო შეფ-მზარეული, დარენ მაკგრადი ყვება, თუ რასაჭმელს ანიჭებდა უპირატესობას ელიზაბეტ მეორე.
შეფ-მზარეულმა ბუკინგემის სასახლეში ათი წელი იმუშავა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ წლების განმავლობაში დედოფლის მენიუში არაფერი შეცვლილა.
დაენი ამბობს: "მისი უდიდებულესობა ჭამს იმისთვის, რომ იცოცხლოს და არა პირიქით”, ის არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული გურმანი და საკვებისადმი მომთხოვნი ადამიანი. უპირატესობას მუდამ ანიჭებდა სეზონურ ხილს და ბოსტნეულს. ის სიამოვნებით მიირთმევს მარწყვს, მაგრამ მხოლოდ ზაფხულობით".
დაენის თქმით, დედოფალს ძალიან უყვარს კარაქი და ნაღები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ფიგურას უფრთხილდება, ცხიმიან საკვებს მხოლოდ მოგზაურობის ან მიღების დროს მიირთმევს. ზოგადად მარტივი საკვები უყვარს, მაგალითად გრილზე მომზადებული ქათმის სალათი.
ელიზაბეტ მეორე ძალიან დისციპლინირებულია. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გარნირს სთავაზობენ შეფ-მზარეულები, კარტოფილს, პასტას თუ ბრინჯს. მას და მის მეუღლე პრინც ფილიპს ყოველდღიურად უჩვენებენ ორი მენიუს მაგალითს, საბოლოო ვერსიის დასამტკიცებლად ელიზაბეტი თავად არჩევს მენიუს კომპონენტებს. თუმცა, ძირითადად, მისი კვების რეჟიმი ერთფეროვანია.
მასალის გამოყენების პირობები