მარტვილში 25 სექტემბერს დავით აღმაშენებლის აღმრზდელისა და მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
ჭყონდიდობის დღესასწაულის აღნიშვნა საზეიმო წირვით საკათედრო ტაძარში დილის 10 საათზე დაიწყება.
მოგვიანებით,ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერწერული ნამუშევრები გამოიფინება. პოეზიის დღე მარტვილის ცენტრალური ბიბლიოთეკის ეზოში მოეწყობა. ასევე, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართება.
გარდა ამისა, წელს ჭყონდიდობაზე კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები გაიხსნება.
სახალხო დღესასწაული კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.
ღონისძიება მარტვილის მუნიციციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულო მიერ არის ორგანიზებული.
მასალის გამოყენების პირობები