ზუგდიდელები ღვთისმშობლის კვართის დასაცავად შეიკრიბნენ (ვიდეო)
11:35 / 18.09.2015
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაბრძანებული ღვთისმშობლის შესამოსელის ხობის ხარების დედათა მონასტერში გადატანის საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს რეზიდენციასთან საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, ზუგდიდის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები მივიდნენ. მეუფე გერასიმემ შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და საპატრიარქოს განცხადება გააცნო.
„ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ხობის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები შეხვდნენ მის უწმინდესობას ყაზბეგში და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პატრიარქი თანახმა იყო, ეს სიწმინდე ერთი დღით დაბრძანებულიყო ხობის დედათა მონასტერში, მაგრამ არ ითქვა, რომ პროცესს არ უნდა მოჰყოლოდა შფოთი და დაპირისპირება. ბუნებრივია, მისი უწმინდესობა და ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს ასეთ ვითარებაში შესამოსელის გადაბრძანებას, რაც საპატრიარქოს 14 სექტემბრის განცხადებაშიც გარკვევით იყო დაფიქსირებული,“ - ნათქვამია განცხადებაში.
გაურკვევლობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ერთ-ერთ საეკლესიო ჟურნალში გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმად, კულტურის სამინისტროს ნებართვით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სიწმინდე ერთი დღით ხობში დაბრძანდებოდა. ადგილობრივმა მრევლმა და საზოგადო მოღვაწეებმა სოციალური ქსელით დაგეგმეს მეუფის რეზიდენციასთან შეკრება. ისინი აცხადებდნენ, რომ თუნდაც ერთი დღით არ დაუშვებენ ზუგდიდიდან სიწმინდის წაბრძანებას. მათივე თქმით, გარკვეულ ძალებს სურთ ეპარქიების, ასევე ხობელებისა და ზუგდიდელების დაპირისპირება. მოსახლეობის აზრით, ეს არის მიზანმიმართული ქმედება და მსგავსი კამპანიის წამომწყები,"არის პატრიარქის, ეკლესიის და ხალხის მტერი“. საპატრიარქოს განცხადების გაცნობის შემდეგ მეუფის რეზიდენციასთან შეკრებილი ხალხი დაიშალა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები