ახალმა Jaguar F-Pace-მა ფრანკფურტის ავტოშოუზე რეკორდი დაამყარა.
ეს ყველაფერი ”იაგუარის” ახალი და რეალურად პირველი SUV-ით, ან, როგორც თავად ბრიტანელები უწოდებენ, Performance-ქროსოვერით მოხერხდა. ავტომობილმა 19 მეტრი სიმაღლის სპეციალურ მრგვალ კონსტრუქციაში იფრინა, რომელიუც ყველაზე მაღალი მრგვალი კონსტრუქციაა, რომელშიც ავტომობილს ოდესმე უვლია. ამის შემდეგ ავტომობილი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. ”იაგუარის” საჭესთან პროფესიონალი კასკადიორი ტერი გრანტი იჯდა.
ამ წარმოდგენით ”იაგუარს” თავისი პირველი SUV-ის შესაძლებლობების დამტკიცება სურდა - ბრიტანელები F-Pace-ს ხომ ”პირველ სპორტულ საოჯახო ავტომობილად” მოიხსენიებენ. მანქანა ძირითადად ალუმინისგანაა შექმნილი და სავალი ნაწილის დეტალები და უსაფრთხოების სისტემები F-Type-ისგან მიიღო. წარმოდგენაზე ექსპერტების უდიდესმა ჯგუფმა იმუშავა და როგორც, ვიდეოების ნახვის შემდეგაც დარწმუნდებით, მათ ყველაფერი 100-პროცენტიანი სიზუსტით გათვალეს.
კონკრეტულად ეს მოდელი 180-ცხენისძალიანი დიზელის ძრავითაა აღჭურვილი და F-Pace-ის სამოდელო რიგში რეალურად ყველაზე მსუბუქი და ეფექტიანი ვერსიაა. Jaguar F-Pace პირველ რიგში Audi Q5-ის, BMW X3-ისა და Porsche Macan-ის კონკურენტი იქნება. თავდაპირველად მხოლოდ 2000 ეგზემპლარზე ლიმიტირებლი ვერსიის, First Edition-ის შეკვეთაა შესაძლებელი.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები