რუბრიკები
ზუგდიდი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ხიდი ხვალ აღდგება
ზუგდიდი-ჩხოროწყუს ცენტრალური საავტომობილო გზა ჩაკეტილია,რის გამოც მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. რადიო „ათინათს“ ამის შესახებ მოქალაქეებმა აცნობეს. მათი თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გადაადგილება უჭირთ. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, გზაზე მოძრაობის პარალიზების გამო, მან ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ავადმყოფის გადაყვანა ვერ მოახერხა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ შანავას განმარტებით, სოფელ ჯიხაშკართან მდინარე ჭანისწყალზე,დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდი მგზავრებისთვის სახიფათო იყო,რის გამოც დილიდან ჩაიკეტა. მისი თქმით, მგზავრებს ალტერნატიული გზებით მოუწევთ გადაადგილება. სარემონტო სამუშაოები სავარაუდოდ ხვალ დასრულდება და საავტომობილო გზაც გაიხსნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.