შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში მცხოვრები, 1975 წელს დაბადებული დავით თ. სამტრედიაში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოაჩნდა. ამასთან, ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები