საერთაშორისო კამპანიის "დავასუფთაოთ მსოფლიო" ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის მერიის, ქალაქის საკრებულოსა და თვითმმართველობებთან არსებული აიპი ორგანიზაციების თანამშრომლებმა, ქალაქის ხელმძღვანელ პირებთნ ერთად, ენგურ ქაღალდ კომბინატის დასახლებაში, ყოფილი სტადიონისა და კულტურის სასახლის მომდებარე ტერიტორიები და ტროტუარები დაასუფთავეს.
"ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყველა თანამშრომელი ვუერთდებით ამ საერთაშორისო კამპანიას და ჩვენი ჩართულობით მოგიწოდებთ, ვიზრუნოთ სუფთა გარემოზე, ჩვენი ქალაქის ყველა უბნის, კუთხის, ქუჩის სისუფთვეზე,"- აცხადებს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია.
ქალაქის დასუფთავების სამდღიანი აქცია ქალაქის ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები