ინგრედიენტები:
• 500 გ. ფქვილი.
• 100 გ. შაქარი.
• ½ ჩ.კ. მარილი.
• 1 ჩ.კ. საფუარი.
• 200 გ. კარაქი.
• 6 ც. კვერცხი.
• 100 მლ. რძე.
• 1 ც. კვერცხის გული.
მომზადების წესი:
✔ საფუარი და შაქარი გახსენით თბილ რძეში. მარილი აურიეთ ფქვილში. შაქარი და საფუარი დაუმატეთ ოდნავ ათქვეფილ კვერცხს. გააგრძელეთ თქვეფვა და ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. ზილეთ ცომი 5 წუთის განმავლობაში.
✔ დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად ამოურიეთ. გადააფარეთ ჯამს, სადაც ცომია მოთავსებული, პოლიეთილენის პარკი და 1 საათი გააჩერეთ.
✔ შემდეგ ცომი ისევ მოზილეთ, ისევ გადააფარეთ პარკი და შედგით მაცივარში 4 საათით. უკეთესი იქნება თუ მთელი ღამით დატოვებთ.
✔ როდესაც ცომს გამოიღებთ 30-40 წუთი აცადეთ რომ გათბეს. შემდეგ დაყავით ნაწილებად (ფუნთუშის ზომაზე) და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
✔ ათქვიფეთ კვერცხის გული წყალთან ერთად და გადაუსვით ფუნთუშებს. აცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში მანამ, სანამ ფუნთუშები არ გახდება ოქროსფერი.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები