Facebook-ის დამფუძნებლმა და ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა გუშინ საღამოს, მომხმარებლებთან ურთიერთობის მორიგი სესიის დროს განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ღილაკ dislike-ს შემოიღებს.
მრავალი წლის მანძილზე მარკ ცუკერბერგი უარს ამბობდა ამ ფუნქციის შემოღებაზე, იმ შიშის გამო, რომ მომხმარებლებს ამით ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის საშუალება არ გასჩენოდათ.
Facebook-ის შექმნელის ჩანაფიქრით, dislike მოწოდებული იქნება იმისთვის, რათა მომხმარებლებმა თანაგრძნობის გამოხატვა შეძლონ. მალე ფუნქცია სატესტო რეჟიმში გახდება ხელმისაწვდომი.
მასალის გამოყენების პირობები