Facebook-ი აპირებს წლის ბოლომდე წარმოადგინოს თავისი ბიზნეს-ვერსია Facebook at Work, რომელიც სამსახურში კოლეგებს შორის მოსახერხებელი კომუნიკაციის საშუალება იქნება, განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ჟულიენ კოდორნიუმ.
პროექტი იმუშავებს „ფრიმიუმის“ მოდელით ანუ საბაზისო ფუნქციონალი უფასო იქნება, ხოლო დამატებითი ფუნქციები - ფასიანი.
Facebook at Work-ის შესახებ დაახლოებით 15 თვის წინათ გახდა ცნობილი და ამ წლის დასაწყისიდან მისი ტესტირება დაიწყო. ცნობილია, რომ იქ არ იქნება რეკლამა და ასევე ის, რომ კომპანიის თანამშრომლების და მისი კლიენტების შესახებ მონაცემების შენახვა არ მოხდება. ჩვეულებრივი Facebook-ის და ამ ახალი ვერსიის მომხმარებლების პროფილები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იქნება და ერთმანეთზე არ იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები