რეცეპტის ინგრედიენტები:
1/3 ჭიქა ახალი ლაიმის წვენი
½ ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ჩაის კოვზი მარილი
1/8 ჩაის კოვზი დაფქული კაიენის წიწაკა
2 ქილა (425 გრ.) შავი ლობიო, გარეცხილი და გაწურული
1 ½ ჭიქა სიმინდის მარცვლები
1 გათლილი, თესლგაცლილი და დაჭრილი ავოკადო
1 დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა
2 დაჭრილი პომიდორი
6 წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
½ ჭიქა დაჭრილი ახალი ქინძი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
მოათავსეთ ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, მარილი და კაიენის წიწაკა პატარა ქილაში. დაახურეთ თავსახური და ანჯღრიეთ კარგად შერევამდე.
სასალათე თასში აურიეთ ლობიო, სიმინდის მარცვლები, ავოკადო, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, მწვანე ხახვი და ქინძი. შეანჯღრიეთ ლაიმის საკმაზი და მოასხით სალათს. კარგად აურიეთ სალათი, რათა საკმაზი და ბოსტნეული კარგად შეერიოს, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები