რეცეპტის ინგრედიენტები:
700 გრ. ორაგულის ფილე
ლიმონის ცედრისა და პილპილის ნაზავი, გემოვნებით
ნივრის ფხვნილი, გემოვნებით
მარილი, გემოვნებით
1/3 ჭიქა სოიოს სოუსი
1/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი
1/3 ჭიქა წყალი
¼ ჭიქა მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
1. შეანელეთ ორაგული ფილე ცედრა–პილპილის ნარევით, ნივრის ფხვნილითა და მარილით.
2. პატარა თასში აურიეთ სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი, წყალი და მცენარეული ზეთი, ურიეთ შაქრის კარგად გახსნამდე. მოათავსეთ თევზი შესაკვრელთავიანი ცელოფნის პაკეტში სოიოს სოუსის ნარევთან ერთად, დაკეტეთ თავი და შეანჯღრიეთ, რომ ხორცი სოუსით მთლიანად დაიფაროს, შემდეგ შედგით მაცივარში სულ მცირე 2 საათით.
3. წინასწარ გააცხელეთ გრილი საშუალო ტემპერატურაზე. წაუსვით ცოტაოდენი ცხიმი გრილის ცხაურს. მოათავსეთ ორაგული წინასწარ გაცხელებულ გრილზე და მოაშორეთ მარინადი. წვით ორაგულის თითოეული მხარე 6–დან 8 წუთამდე, ან სანამ ხორცი ჩანგლით ადვილად არ დაქუცმაცდება.
მასალის გამოყენების პირობები