Apple-ის ინტერნეტ-მაღაზიაში, iPhone 6S-ის და iPhone 6S Plus-ის გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე საათში, სმარტფონის ვარდისფერი (Rose Gold) მოდელი დეფიციტი გახდა.
ამ ფერის მოდელი ყველაზე უფრო პოპულარული აღმოჩნდა მყიდველებს შორის და მათ სულ რამდენიმე საათი დასჭირდათ, რომ ტელეფონის პირველი პარტია სრულად შეესყიდათ. ოფიციალური ინტერნეტ-მაღაზია ახლა აცხადებს, რომ ახალი პარტიიდან ტელეფონის შეძენა 2-3 კვირაში იქნება შესაძლებელი.
ამ სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ მომხმარებლები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში და გერმანიაში, რომელთაც პირველებს მიეცათ შესაძლებლობა ტელეფონები ეყიდათ.
მასალის გამოყენების პირობები