ინტერნეტ სივრცეში დიდი ხანია აკრიტიკებენ ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილის, შაილოს ჩაცმულობას. გოგონა იცმევს და იქცევა, როგორც ნამდვილი ბიჭი. შაილო უკვე რამდენიმე თვეა მშობლებს პლასტიკურ ქირურგთან წაყვანას სთხოვს. ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ოჯახთან დაახლოვებულმა პირმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ შაილოზე შთაბეჭდილება ბრიუს ჯენერმა მოახდინა, რომელიც ახლახან ”ოფიციალურად” გახდა კეტლინ ჯენერი.
ანჯელინას და ბრედის ოჯახათან დაახლოებული პირი შემდეგ ინფორამციას აწვდის ამერიკულ პორტალს Radar Online-ს
შაილომ ტელევიზორში შემთხვევით ნახა კეტლინ ჯენერის რეალითი შოუს ” I am Cat”-ის ერთ-ერთი ეპიზოდი და მშობლებს ”უხერხული” შეკითხვების დასმა დაუწყო. ანჯელინა ჯოლიმ გადაწყვიტა არაფერი არ დაემალა ქალიშვილისთვის და ბრიუს ნეჯერის ისტორია მოუყვა. ამის შემდეგ აიკვიატა შაილო სქესის შეცვლის იდეა.
ტოლერანტული მეუღლისგან განსხვავებით, ბრედ პიტი სხვანაირად ფიქრობს. ის თვლის, რომ შაილო უბრალოდ ცელქი ბავშვია და მომავალში ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.
მასალის გამოყენების პირობები