ცნობილი გახდა, რომ მომავალ თვეში დიდი ბრიტანეთის სამეფო წყვილი - პრინცი უილიამი და ქეთრინ მიდლტონი ფილმის, „ჯეიმს ბონდი: სპექტრის“ პრემიერას დაესწრება. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა.
„სპექტრის“ პრემიერა, რომელიც როგორც ამბობენ, ჯეიმს ბონდის უკანასკნელი თავგადასავალი იქნება, ლონდონის სამეფო დარბაზში „ალებრტ-ჰოლში“ გაიმართება. ქეთრინისა და ბრიტანელი პრინცების გარდა, წითელ ხალიჩაზე ფილმის ვარსკვლავებს - დენიელ კრეიგს, ნაომი ჰარისს და კრისტოფ ვალცს ვიხილავთ.
სამეფო ოჯახის წევრების პრემიერაზე დასწრებას ორგანიზება საქველმოქმედო ფონდმა Cinema and Television Benevolent Fund-მა გაუწია, რომელიც კინოინდისტრიაში მომუშავე პირებს ეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები