პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი მეგობრული ბუნებით გამორჩეული ერთ-ერთი ვარსკვლავია, ხშირად ტეილორი კოლეგებს მის კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, სვიფტთან ერთ გუნდში ყოფნა, ყველას სულაც არ უნდა.
ცოტა ხნის წინ, ბარბადოსელმა ლამაზმანმა, რიანამ აღიარა, რომ ტეილორთან ერთად ერთ სცენაზე გამოსაჩენად მზად არ არის: „ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია, ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ტელორი კარგი მისაბაძი მაგალითია, რასაც საკუთარ თავზე ვერ ვიტყოდი“, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში რიანამ. ასევე, ვარსკვლავმა განმარტა, რომ სვიფტთან არანაირი კონფლიქტი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები