ფოთში, ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ სათამაშო აპარატთან ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, თანხა წააგო. საქმეში ახალგაზრდის მამა ჩაერია და დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მორიგე ექიმის თქმით, 20 წლამდე ასაკის ქალს ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული, ხოლო 18 წლამდე ასაკის მამაკაცს - ხელის არეში. დაშავებული ქალი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ბიჭმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები