Skype-ის მომხმარებლები, რამდენიმე ქვეყანაში, დღეს კომპანია Microsoft -ის კუთვნილი მესინჯერის მუშაობაში შეფერხებაზე წერდნენ.
Skype - ის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა იმ ტექნიკური ხარვეზისთვის, რომელმაც თავი იჩინა მის ოფიციალურ საიტზე.
მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული პრობლემა შეეხოთ , ვერ ცვლიდნენ საკუთარ სტატუსებს და კონტაქტებს ვერ უკავშირდებოდნენ. ამ დროისათვის, შეტყობინებები ჩვეულ რეჟიმში იგზავნება.
downdetector.com-ის ინფორმაციით, პრობლემები დილის საათებში 11.23 Skype -ის მომხმარებლებს შეეხოთ რუსეთში, ვიეტნამში, ახალ ზელანდიაში, დანიაში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში.
მასალის გამოყენების პირობები