რუბრიკები
ფოთში 20-მდე ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება
ფოთში 20 - მდე ოჯახი აცხადებს, რომ უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება. ქალაქის ცენტრში გორგასლის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მათთან ბინის მესაკუთრე მივიდა, რომელმაც ფართის დატოვება მოსთხოვა. მობინადრეები ყვებიან, რომ მათ ნაწილს ფართები წლების წინ ნაყიდი აქვს და შესაბამისი დოკუმენტაციაც გააჩნია, ნაწილი - საცხოვრებელში დოკუმენტაციის გარეშე იმყოფება.
ისინი აცხადებენ,რომ სოციალურად დაუცველები არიან და წასასვლელი არსად აქვთ. მოსახლეობამ ,საქმეში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მოაწყო და ქუჩა გადაკეტა. ადგილზე ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მივიდნენ. ფოთის მერის მოადგილე ნიკა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები საკითხს შეისწავლიან.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები